ტურინის „იუვენტუსი“ დუშან ვლაჰოვიჩის დუბლიორს ეძებს. ფეხბურთელს, რომელიც სერბის შემცვლელის ფუნქციას დათანხმდება და უმეტესად მხოლოდ მაშინ ითამაშებს, როცა ვლაჰოვიჩს დასვენება დასჭირდება.
იტალიური მედიის ცნობით, ტურინელებს ამ ფუნქციისთვის ერთ-ერთი ვარიანტი შერჩეული ჰყავთ - მარკო არნაუტოვიჩი. ავსტრიელი თავდამსხმელის შესახებ „იუვე“ „ბოლონიას“ უკვე დაუკავშირდა. ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.
ავსტრიელმა ფეხბურთელმა სერია A-ს გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. 33 წლის თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში „ტვენტეში“, „ინტერში“, „ვერდერში“, „სტოკ სიტიში“, „ვესტ ჰემსა“ და „შანხაიში“ უთამაშია.