ფეხბურთი

21:25 | 9.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ცნობილია

ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე საათზე ოდნავ მეტი რჩება და უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა.

ვილი სანიოლმა ბულგარეთთან შეხვედრის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება მოახდინა და შედეგად, მოედანზე საქართველო ასეთი 11-ეულით გავა:

ჩრდ. მაკედონია (4-4-2): დიმიტრიევსკი; აშკოვსკი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი; ელმასი, სპიროვსკი, ბარდი, ჩურლინოვი; მ. რისტოვსკი, ტრაიკოვსკი

საქართველო (3-4-3): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა; კაკაბაძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, წიტაიშვილი - დავითაშვილი, ზივზივაძე, კვარაცხელია

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და სამჯერვე 2020 წელს. ერთა ლიგაზე ორივე დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში მაკედონიელებმა თბილისში 1:0 მოიგეს.

საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს. ამ გუნდების შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.133375