ფეხბურთი

17:04 | 9.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონიელი ფეხბურთელი: "საქართველო ხარისხიანი გუნდია, იოლი თამაში არ იქნება"

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების თავდამსხმელმა ალეკსანდრ ტრაიკოვსკიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ წარმატების მისაღწევად, მაგრამ იოლ მატჩს არ ელოდება.

„ჩრდილოეთ მაკედონიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მატჩია და უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენთვის ეს დიდი მოტივაცია იქნება. პირველიდან ბოლო წუთამდე მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. იოლი მატჩი არ იქნება, საქართველო მაღალი ხარისხის მეტოქეა და ჯგუფში პირველი ადგილის ამბიცია აქვს. ჩვენი განთქმული სულისკვეთებით, ნებისმიერ ბურთისთვის ბრძოლითა და თავდაჯერებით შევძლებთ მიზნის მიღწევას. მზად ვართ და მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავალთ“, - თქვა ტრაიკოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და სამჯერვე 2020 წელს. ერთა ლიგაზე ორივე დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში მაკედონიელებმა თბილისში 1:0 მოიგეს.

საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მეოთხე ჯგუფს ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიას 4 ქულა აქვს. ამ გუნდების შეხვედრა 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124261