ფეხბურთი

16:22 | 9.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ბულგარეთს ნორვეგიელები იმსაჯებენ

უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა მატჩს ნორვეგიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი ესპენ ესკასი იქნება, რომელსაც ტიმ ტომას ჰაგლუნდი და იან ერიკ ენგანი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციას როჰიტ საგი შეასრულებს.

საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი 12 სექტემბერში, თბილისში გაიმართება, ხოლო მანამდე ვილი სანიოლის გუნდი დღეს სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115377