საფრანგეთის პრეზიდნტმა, ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ ძალიან სურს ზინედინ ზიდანმა რომელიმე ფრანგული კლუბი გაწვრთნას.
„ზიდანთან არ მისაუბრია, მაგრამ აღფრთოვანებული ვარ მისით - როგორც ფეხბურთელობით, ასევე მწვრთნელობით. ჩვენ გვინდა, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი საფრანგეთის ჩემპიონატში მუშაობდეს.
მინდა რომელიმე დიდი ფრანგული კლუბი გაწვრთნას. ეს შესანიშნავი იქნებოდა. ჩემი როლი კი ის არის, რომ ვთქვა - საფრანგეთი სპორტისა და ფეხბურთის წარმომადგენელი უდიდესი ერია. მას უზარმაზარი აუდიტორია ჰყავს და გვინდა საუკეთესოები ჩვენთან იყვნენ.“ - ციტირებს მაკრონის სიტყვებს Goal.
ცნობისთვის, საუბარია ზიდანის „პარი სენ-ჟერმენში“ მისვლაზე.