ფეხბურთი

23:06 | 8.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" თანახმაა ლუკაკუ "ინტერში" გაანათხოვროს

მილანის „ინტერი“ ახლოსაა პაულო დიბალას ტრანსფერთან, თუმცა, დიდი შანსია, რომ ინგლისური "ჩელსიდან" რომელუ ლუკაკუც დაიმატოს.

იტალიური მედიის ცნობით, ლონდონის „ჩელსი“ თანახმაა 29 წლის ბელგიელი ფორვარდი „ნერაძურიში“ ერთწლიანი იჯარით გაუშვას, რომლის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს. ლუკაკუ „ჩელსის“ ერთი წლის წინ 115 მილიონ ევროდ სწორედ „ინტერიდან“ შეუერთდა, მაგრამ ტომას ტუხელის სქემაში ადგილი ვერ იპოვა და 44 მატჩში მხოლოდ 15 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ის „ჩელსიში“ 2011-2012 წლებშიც ირჯებოდა, მაგრამ კლუბში ფეხი ვერც მაშინ მოიკიდა.

ლუკაკუს „ინტერში“ დაბრუნება სურს, რადგან იტალიურ გრანდში 2019-2021 წლებში 95 მატჩში თავი 64 გოლით გამოიჩინა და გუნდის ლიდერი იყო. თუმცა, ამისთვის ხელფასის დაკლება მოუწევს, რაზეც თანახმაა.

შეგახსენებთ, რომელუ ლუკაკუს „ინტერისა“ და „ჩელსის“ გარდა, „ანდერლეხტში“, „ვესტ ბრომვიჩში“, „ვეერტონსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ აქვს ნათამაშები.

0.11316