იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კლუბში დარჩენის გამო მზადაა ხელფასი დაიკლოს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ცნობით, შვედი ვეტერანი უახლოეს დღეებში კლუბის მმართველებს შეხვდება და თავის მომავალზე ესაუბრება.
ახლახან 40 წლის ზლატანმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა. აღდგენის პროცესი დაახლოებით შვიდ-რვა თვეს გაგრძელდება, ამიტომ ის მზადაა ხელფასი დაიკლოს, თუკი კლუბში დარჩება.