ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იამაიკელმა ელეინ თომპსონ-ერამ, ბრილიანტის ლიგის მორიგი შეხვედრა, რომელსაც რაბატმა (მაროკო) უმასპინძლა, 100 მეტრზე სპრინტში გამარჯვებით დაასრულა. მამაკაცთა შორის 200 მეტრზე სპრინტში კი, ოლიმპიური ვერცხლის მფლობელმა, ამერიკელმა კენი ბედნარეკმა გაიმარჯვა.
იუჯინს (შტატი ორეგონი) შეხვედრაზე, 100 მეტრზე სპრიონტში, ბედნარეკმა მხოლოდ მერვე ადგილის დაკავება შეძლო. თუმცა მისი ფავორიტი დისტანცია 200 მეტრია და ამჯერად, ფინიშს პირველმა (20.21 წამი) მიაღწია. 1213000 წლის ამერიკელს 0.14 წამით ჩამორჩა სამხრეთაფრიკელი ლუქსოლო ადამსი, იტალიელი ესეოსა ფოსტინე დესალუ (20.54) კი მესამეზე გავიდა.
„გახარებული ვარ და სეზონში ჩემი საუკეთესო დროც მქონდა. მაგრამ უკეთ გამოსვლას ვუსირვებდი. ახლა კი შინ გავემგზავრები და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას დავიწყებ“, - განაცხადა ბედნარეკმა.
თომპსონ-ერას მხრის ტრავმა და აქილევსის მყესის პრობლემები აწუხებდა, მაგრამ იუჯინში გამარჯვება მინც შეძლო. და ის ამჯერადაც შეუჩერებელი იყო. ის სასტარტო ბლოკს პირველი მოსწყდა და ფინიშამდე შანსი არავის დაუტოვა. მისი დრო 10.83 წამია, რაც რაბატის სტადიონზე მის მიერ ნაჩვენები საუკეთსო შედეგია. ცნობისათვის, 2017 წელს, იმავე სტადიონზე, მან 100 მეტრი 10.87 წამში გაირბინა.
29 წლის თომსპონ-ერას მსოფლიო ჩემპიონატებზე ინდივიდუალური ოქროს მედალი ჯერ არ მოუპოვებია და იმედი აქვს, რომ ივლისში, იუჯინში ამ ნაკლს გამოასწორებს.
მეორე ადგილი სპილოს ძვლის ნაპირელმა მარი-ჟოზე ტალუმ (11.04) დაიკავა, იამაიკელი ნატაშა მორისონი (11.22) კი მესამე ადგილს დასჯერდა.
400 მეტრზე თარჯრბენში, ფავორიტი ნორვეგიელი ოლიმპიური ჩემპიონი კარსტენ ვარჰოლმი იყო, მაგრამ პირველივე ბარიერზე მუხლის ტრავმა მიიღო და ასპარეზობას გამოეთიშა. გამარჯვება კი ამერიკელმა ხალიფა როსერმა (48.25) მოიპოვა.
ქალთა შორის სიმაღლეზე ხტომაში, დახურული არენების მსოფლიო ჩემპიონმა, უკრაინელმა იაროსლავა მაჰუჩიხმა გაიმარჯვა, ვინც 1.96 მეტრზე გადახტა. ბრილიანტის ლიგის სეზონში, ეს მისი მეორე გამარჯვებაა.
მამაკაცთა შორის სიგრძეზე ხტომაში, ბერძენმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მილტიადის ტენტოგლუმ გაიმარჯვა, ვინც 8.27 მეტრზე გადახტა. მამაკაცთა შორის 3 000 მეტრზე სტიპლჩეიზში, მაროკოელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, სუფიან ელ ბაკალიმ სეზონში საუკეთესო დროით (7:58.28) მოიგო. ეს საშინაო შეხვედრაზე, მისი პირველი გამარჯვებ ბოლო ხუთ სეზონში.
ხუთშაბათს ბრილიანტის ლიგის მომდევნო შეხვდრას რომი უმასპინძლებს.