მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტი ჰერბერტ ჰაინერი დარწმუნებულია, რომ რობერტ ლევანდოვსკი მიმდინარე ზაფხულს კლუბს არ დატოვებს.
როგორც მან თქვა, პოლონელს კონტრაქტი აქვს, ის პროფესიონალია და მომდევნო სეზონშიც „ბაიერნში“ იქნება.
„კონტრაქტი კონტრაქტია. მიკვირს, რომ რობერტმა ასე ისაუბრა, მაგრამ მშვიდად ვარ, ის პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონშიც ჩვენთან ითამაშებს“, - თქვა ჰაინერმა.
შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. თუმცა, პოლონელმა უკვე არაერთხელ თქვა, რომ ამ ზაფხულს „ბარსელონაში“ გადასვლა უნდა.