„გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ NBA-ს ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ოკლენდელებმა სერიის მეორე მატჩი „ბოსტონს“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში 107:88 მოუგო.
გარდამტეხი მესამე პერიოდი იყო, რომელიც „მეომრებმა“ იდეალურად ჩაატარეს და 35:14 მოიგეს, ეს უპირატესობა კი ხელიდან აღარ გაუშვიათ.
პარკეტზე საუკეთესო სტეფ კარი იყო, რომელმაც 29 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. „ბოსტონის“ რიგებში ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა 28 ქულით, 6 მოხსნით და 3 პასით, მაგრამ ამან „სელტიკსი“ მარცხისგან ვერ იხსნა.
ამრიგად, ანგარიში თანაბარია - 1:1. სერიის მომდევნო მატჩი კი ბოსტონში, 9 ივნისს გაიმართება.