ფეხბურთი

2:06 | 6.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან წაგების შემდეგ გადადგა

ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა საქართველოს ნაკრებთან წაგების (2:5) შემდეგ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ განცხადება მან პრესკონფერენციაზე გააკეთა. ამრიგად, 12 ივნისს, თბილისში, ბულგარეთის ნაკრებს სხვა მწვრთნელი ჩამოიყვანს, თუმცა ჯერ უცნობია ვინ იქნება ის.

„მადლობა გულშემატკივრებს და დიდი ბოდიში, რადგან ისინი არ იმსახურებდნენ ამ დამცირებას. მე არ მაქვს მორალური უფლება დავრჩე და ამ სირცხვილზე ავიღე სრული პასუხისმგებლობა. მოვა სხვა მწვრთნელი, რომელიც მომავალ მატჩებში ეროვნულ გუნდს უფრო მეტი მოტივაციას მისცემს“, - განაცხადა პეტროვმა.

აქვე გეტყვით, რომ იასენ პეტროვი ბულგარეთის ნაკრებს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა.

0.113704