ფეხბურთი

13:32 | 4.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ტევესმა კარიერა დაასრულა

კარლოს ტევესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ არგენტინელმა თავდამსხმელმა განცხადება თავად გააკეთა. როგორც 38 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, ყველაზე დიდი გულშემატკივარი და სტიმული დაკარგა, ამიტომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

„დიახ, ვადასტურებ, კარიერა დავასრულე. თამაშს თავი დავანებე, რადგან ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ასევე სტიმული (იგულისხმა აღმზრდელი მამის გარდაცვალება). ახლა ჩემი ცხოვრებით ვტკბები, ჩემი ოჯახით, ჩემი საქმეებით. ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ჩემი ოჯახისთვის. როგორც ფეხბურთელმა ყველაფერი გავიღე, რაც მქონდა. 2021 წელს საკუთარ თავს ვუთხარი, რომ აღარ ვითამაშებდი. დავურეკე ჩემს აგენტს, შემდეგ რიკელმეს („ბოკას“ ვიცე-პრეზიდენტი) და ვთხოვე პრესკონფერენციის ორგანიზება. ახლა მინდა, მწვრთნელობა დავიწყო“, - თქვა ტევესმა.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესმა კარიერა „ბოკა ხუნიორსში“ დაიწყო და ამავე კლუბში დაასრულა. გარდა ამისა, მან „კორინთიანსის“, „ვესტ ჰემის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „მანჩესტერ სიტის“, „იუვენტუსისა“ და „შანხაის“ რიგებში ითამაშა. არგენტინის ნაკრებში კარლიტოსმა 2004-2015 წლებში 76 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა.

0.117444