ფეხბურთი

0:59 | 4.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

დანიამ საფრანგეთს მოუგო, ნიდერლანდებმა ბელგია გაანადგურა

ერთა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს ყველაზე დიდ ინტერესს A ლიგის ორი მატჩი იწვევდა, რომლებშიც გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს.

A ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა დანიას უმასპინძლა და მოულოდნელად დამარცხდა. თუმცა, ვისთვის მოულოდნელად, რადგან სკანდინავიელები უბრალოდ ბრწყინვალე ფორმაში არიან და კასპერ ჰიულმანდის გუნდისგან უკვე გასაკვირი არაფერია. საფრანგეთი კარიმ ბენზემას გოლით მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ანდრეას კორნელიუსმა დუბლი შეასრულა და დანიამ „სტად დე ფრანსზე“ მოიგო!

ამ ჯგუფის მეორე მატჩიც საინტერესო გამოდგა. ავსტრიის ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რალფ რანგნიკის დებიუტი შედგა, ხორვატიის ნაკრებს სტუმრად 3:0 აჯობა და ერთა ლიგა დიდებულად დაიწყო.

D ჯგუფში ბელგიის ნაკრებმა ბრიუსელში ნიდერლანდებს უმასპინძლა და განადგურდა. ლუი ვან გაალის გუნდმა უბრალოდ დიდებულად ითამაშა და 4:1 მოიგო. უფრო მეტიც, ნიდერლანდები ბოლო წუთამდე 4:0-ს იგებდა, უბრალოდ ბოლოს ბელგიელებმა პრესტიჟის გოლი გაიტანა. ამრიგად, ნიდერლანდებმა ერთა ლიგაზე პირველი სამი ქულა მოიპოვა. ამ ჯგუფის მეორე მატჩში 3 დღის წინ პოლონეთმა უელსი დაამარცხა.

ბელგია - ნიდერლანდები 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 ბერგვაინი (40), 0:2 დეპაი (51), 0:3 დუმფრისი (62), 0:4 დეპაი (66), 1:4 ბაჩუაი (90)

საფრანგეთი - დანია 1:2 (0:0)

გოლები: 1:0 ბენზემა (51), 1:1 კორნელიუსი (68), 1:2 კორნელიუსი (89)

0.15004