ოლიმპიური ჩემპიონი 100 მეტრზე სპრინტში, იტალიელი ლამონტ მარსელ ჯეკობსი, ბრილიანტის ლიგის რომის და ოსლოს შეხვედრებს გამოტოვებს. ამის მიზეზი კუნთის ტრავმა, რომელიც მან იტალიაში, ერთ-ერთ ტურნირზე ასპარეზობისას მიიღო.
27 წლის ჯეკობსი პირველი იტალიელი სპრინტერია, ვინც ოლიმპიადაზე 100 მეტრზე სპრინტში ოქროს მედალს დაეუფლა. მან მაისში, ქალაქ სავონაში 100 მეტრზე სპრინტში იასპარეზა, რასაც სეზონისთვის მზადების მნიშვნელობა ჰქონდა. ჯეკობსმა გაიმარჯვა, მაგრამ ტრავმ მიიღო, რომლის გამოც, ბრილიანტის ლიგის იუჯინის (შტატი ორეგონი) შეხვედრა გამოტოვა.
„დღევანდელმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მარსელ ჯეკობსი კუნთის იმ ტრავმისგან, რომელიც ერთი კვირის წინ დავუსვით, ჯერ სრულად არ გამოჯანმრთელებულა“, - ნათქვამია იტალიის მძლეოსნობის ფედერაციის განცხადებაში.
ჯეკობსს ნათქვამი აქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას გეგმავს, რომელიც იუჯინში, ივლისში გაიმართება. ის ამბობს, რომ უქმეობისას, ფიზიოთერაპიის კურსს და მსუბუქად ვარჯიშს გააგრძელებს. მას იმედი აქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფორმაში შესვლას მოასწრებს.
ჯეკობსმა ტოკიოს ოლიმპიადაზე, ფინალურ გარბენში ფინიშს 9.80 წამში მიაღწია, რაც ევროპის რეკორდია. ამის შემდეგ, მან მეორე ოქრო 4x100 მეტრზე ესტაფეტაშიც მოიპოვა.