ფეხბურთი

15:38 | 2.06.2022 | ნანახია 575 - ჯერ

ლინეკერი უკრაინის შოტლანდიასთან გამარჯვებაზე: „სიხარულის მოკლე წამი საშინელებათა შუაგულში“

ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი ფეხბურთის ექსპერტი, გარი ლინეკერი, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოეხმაურა ტვიტერში, რომელიც ოთხშაბათს უკრაინის ეროვნულმა გუნდმა სტუმრად მოუგო შოტლანდიისას - 1:3.

„სიხარულის მოკლე წამი საშინელებათა შუაგულში უკრაინისთვის. როგორი მშვენიერი და გამძლე ხალხია.“ - წერს ლინეკერი.

ფინალურ მატჩში უკრაინელები უელსს შეხვდებიან 5 ივნისს კარდიფში. გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:55 | 03.06.2022
გუსანი (746)

ვულოცავ უკრაინას და ძირითად, მთავარ ბრძოლაშიც მალე გამარჯვებას ვუსურვებ. უელსის დამარცხებაც ხელეწიფებად, მთავარია იღბალი, ისიც მკვეთრად საპირისპირო მხარეს არ დადგეს...

18:40 | 02.06.2022
welder (1068)

წარმატებები უკრაინას

17:10 | 02.06.2022
Erovnuli-Nakrebi (11812)

რეალურად უკრაინა შოტლანდიაზე და უელსზე უკეთესი გუნდია, მაგრამ ორივეს დამარცხება ერთ თამაშში და გასვლაზე ადვილი არაა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122274