ფეხბურთი

12:18 | 2.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარინა გრანოვსკაია „ჩელსის“ აგვისტოში დატოვებს

„ჩელსის“ სპორტული დირექტორი, 47 წლის მარინა გრანოვსკაია, კლუბს აგვისტოში დატოვებს. მის ადგილს ანდრეა ბერტა დაიკავებს, რომელიც ამჟამად მადრიდის „ატლეტიკოში“ ამავე თანამდებობაზე მუშაობს- გვამცნიბს Daily Mail.

წყაროს ინფორმაციით, ამიერიდან ტრანსფერებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გუნდის მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი მიიღებს.

გრანოვსკაია ლონდონური კლუბის უკვე ყოფილი მფლობელის, რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი იყო, ჯერ კიდევ კომპანია „სიბნეფტში“ მუშაობის დროს. 2014 წლიდან კი „ჩელსის“ დირექტორი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113773