ფეხბურთი

10:53 | 2.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მალდინი: „ლეაუ არ იყიდება“

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ განაცხადა, რომ გუნდის თავდამსხმელი, რაფაელ ლეაუ არ იყიდება.

„ლეაუ ჯერაც დაუმუშავებელ ალმასად რჩება. ყოველ წელს უკეთესი ხდება. ის არ იყიდება. „ლილისგან“ პორტუგალიელი 24 მილიონ ევროდ ვიყიდეთ და გასაყიდი ფასი მაშინვე 150 მილიონი დავადეთ. იმიტომ, რომ გვჯეროდა მისი.

რაფაელი გონიერი ფეხბურთელია, მაგრამ გვესმის, რომ ახლა ჩვენი დახმარება სჭირდება. თავადაც არა-ერთხელ ვესაუბრე და ის მზადაა „მილანში“ თამაში გააგრძელოს.“ - ციტირებს მალდინის სიტყვებს Football Italia.

ლეაუს „მილანთან“ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება. მისით „მანჩესტერ სიტი,“ მადრიდის „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ იყვნეენ დაინტერესებული.

0.130562