ფეხბურთი

1:08 | 2.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში გავიდა

უკრაინის ნაკრებმა ომის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, თანაც რა მნიშვნელობის - მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში და მოიგო!

უკრაინა გლაზგოში, „ჰემპდენ პარკზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეწვია და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში ანგარიში ანდრეი იარმოლენკომ გახსნა, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე რომან იარემჩუკის გოლი მოჰყვა. სქოთებმა კალუმ მაკგრეგორის გოლით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მეტი ვეღარ გააკეთეს, პირიქით, ბოლო წუთზე კონტრშეტევაზე არტიომ დოვბიკისგან მესამეც გაუშვეს და მარცხი განიცადეს.

უკრაინის ნაკრები პლეი-ოფის ფინალშია, სადაც 5 ივნისს, სტუმრად უელსის ნაკრებს შეხვდება და ევროპიდან მუნდიალის ბოლო მონაწილე გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.150094