ფეხბურთი

14:06 | 1.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო: "ეს თამაში უკრაინის იმედია, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია"

უკრაინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ შოტლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის წინ ისაუბრა. როგორც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ეს თამაში უკრაინის იმედია და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება.

„შოტლანდიასთან მატჩი ჩვენი ქვეყნის იმედია. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. მოტივაცია წარმოუდგენლად დიდია. ვფიქრობ, შედეგი გვერდზე უნდა გადავდოთ და თამაშზე გავამახვილოთ ყურადღება. უნდა ვითამაშოთ გულშემატკივრებისთვის, მთელი უკრაინისთვის, მათთვის, ვინც სახლშია, მათთვის, ვინც ქვეყანას იცავს და მათთვის, ვინც ქვეყანა დატოვა.

მჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია ახლაც და შემდეგ უელსში. ფეხბურთელებმა იციან, რა უნდა გააკეთონ, არ არის საჭირო მათზე ზეგავლენის მოხდენა ან რაიმეს თქმა. ისინი გამოცდილები არიან და ყველაფერი მშვენივრად ესმით“, - თქვა შევჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები დღეს პლეი-ოფის ნახევარფინალში შოტლანდიას დაუპირისპირდება. გამარჯვებული ფინალში გავა, სადაც უელსის ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირება და სწორედ ფინალის მომგები გუნდი გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

0.116982