ფეხბურთი

12:14 | 1.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ნერეში "ბენფიკაში" გადავა

დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელი დავიდ ნერეში ლისაბონის „ბენფიკაში“ ტრანსფერთან ახლოსაა. ამის შესახებ Tuttomercato წერს.

წყაროს თანახმად, პორტუგალიელები უკრაინულ კლუბს 14 მილიონ ევროს გადაუხდიან და ახლა „არწივებმა“ შეთანხმებას მხოლოდ ბრაზილიელ გარემარბთან პირად კონტრაქტზე უნდა მიაღწიონ.

დავიდ ნერეში „შახტარში“ ზამთარში ამსტერდამის „აიაქსიდან“ 12 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა, უკრაინულ კლუბში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, რადგან ომი დაიწყო.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სახელი ამსტერდამის „აიაქსში“ გაითქვა, რომლის მაისურით 2016-2022 წლებში 180 მატჩში 47 გოლი გაიტანა.

0.119343