ფეხბურთი

10:32 | 1.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" გატუზოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

„ვალენსიას“ მთავარ მწვრთნელად შესაძლოა ჯენარო გატუზო დაინიშნოს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

როგორც ცნობილი გახდა, ესპანელებმა იტალიელ სპეციალისტს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, ერთი წლით განახლების შესაძლებლობით. 44 წლის მწვრთნელი თავის აგენტთან ერთად სინგაპურშიც ყოფილა, სადაც „ღამურების“ მფლობელ პეტერ ლიმს შეხვდა.

მხარეები პრაქტიკულად მორიგდნენ, მხოლოდ ბოლო დეტალებს ათანხმებენ. რაც შეეხება ხოსე ბორდალასს, ჯერჯერობით ის ინარჩუნებს სამსახურს, თუმცა, სავარაუდოდ გაათავისუფლებენ.

შეგახსენებთ, ჯენარო გატუზოს შვეიცარიული „სიონი“, „პალერმო“, „ოფი“, „პიზა“, „მილანი“ და „ნაპოლი“ გაუწვრთნია, ხოლო ერთი წლის წინ „ფიორენტინაში“ დაინიშნა, მაგრამ რამდენიმე დღეში კლუბი საკუთარი სურვილით დატოვა.

ჯენარო გატუზო თუ „ვალენსიას“ მწვრთნელად დაინიშნება, გიორგი მამარდაშვილი მისთვის პირველი ქართველი ფეხბურთელი არ იქნება, ვისაც გაწვრთნის. 2014 წელს ბერძნულ „ოფიში“ გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილს ავარჯიშებდა.

0.124798