იტალიური „მილანი“ ამერიკულმა კომპანია RedBird-მა შეიძინა. ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს, რომლის თანახმად, რამდენიმე დღეში ცნობა ოფიციალურად დადასტურდება.
გერი კარდინალეს დაფუძნებულმა კომპანიამ „როსონერის“ აქციების საკონტროლო პაკეტი 1.3 მილიარდ ევროდ შეიძინა. 2018 წლიდან „მილანი“ Elliott-ის კომპანიის მფლობელობაში იყო, მაგრამ ამ კომპანიამ კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ 11-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.