„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის რთულია ახალ კლუბთან და გარემოსთან ადაპტაცია. როგორც ბრაზილიელმა აღნიშნა, მესის მოედანზე ვერც თანაგუნდელები უგებენ.
„ლეომ მრავალი წელი გაატარა „ბარსელონაში“, მისთვის რთულია ახალ კლუბთან ადაპტირება. რთულია, გუნდის და ქალაქის შეცვლა. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ის აქ მარტო არ მოსულა, არამედ ოჯახთან ერთად. ბევრი დამაბრკოლებელი მომენტია. პსჟ-ს სტილი გუნდური თამაშია, მაგრამ ფეხბურთელებს არ ესმით, როგორ თამაშობს მესი და ეს მაწუხებს.
მე, ლეო და კილიანი ვართ ფეხბურთელები, რომლებსაც ყოველთვის თამაშის დონით, სტატისტიკით და მოგებული ტიტულებით აფასებენ. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმუმი გავიღოთ“, - თქვა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ „პარი სენ ჟერმენში“ პირველი სეზონი 34 მატჩით, 11 გოლით და 14 საგოლე პასით დაასრულა.