კორენტინ ტოლისო მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი აღარ არის. „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ტოლისოს 30 ივნისს კონტრაქტი ეწურება, რომელსაც მხარეები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არ განაახლებენ. 27 წლის ფრანგს უფასოდ სხვა კლუბში გადასვლა შეუძლია.
ტოლისო „ბაიერნმა“ 2017 წელს „ლიონიდან“ იყიდა. მას შემდეგ მან 118 მატჩში 21 გოლი გაიტანა. ფრანგი ხუთჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს კარიერას 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, რომელსაც მიუნხენურ კარიერაში საკმაოდ ხშირად ტრავმები აწუხებდა.