ფეხბურთი

14:49 | 30.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

პერიშიჩი "ტოტენჰემში" ითამაშებს

მილანის „ინტერის“ ფეხბურთელი ივან პერიშიჩი კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს. ხორვატი ფეხბურთელი დღეს ლონდონში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

33 წლის ნახევარმცველი ანტონიო კონტეს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. აღსანიშნავია, რომ პერიშიჩს და კონტეს „ინტერში“ ერთად უკვე უმუშავიათ.

ივან პერიშიჩმა „ინტერში“ 2015 წლიდან დღემდე 254 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „როზელარეში“, „ბრიუგეში“, „დორტმუნდში“, „ვოლფსბურგსა“ და „ბაიერნში“.

0.117194