„ოსერი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ლიგა 1-ის პლეი-ოფის ფინალში ჟან-მარკ ფურლანის გუნდმა „სენტ ეტიენი“ დაამარცხა.
„ოსერმა“ ლიგა 2-ში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო „სენტ ეტიენმა“ ლიგა 1-ში მე-18, რის გამოც მათი გზები პლეი-ოფში გადაიკვეთა. პირველი მატჩი ერთი კვირის წინ „ოსერის“ სტადიონზე ფრედ, 1:1 დასრულდა, საპასუხო შეხვედრაშიც ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა.
ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც ერთადერთი შეცდომა „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა რიად ბუდებუზმა დაუშვა და „ოსერმა“ სერია 5:4 მოიგო. შედეგად, 10 წლის მერე ისევ ლიგა 1-ში ითამაშებს.
„სენტ ეტიენი“ კი ლიგა 2-ში გავარდა. სხვათა შორის, პენალტების სერიის დასრულების შემდეგ მასპინძელი ფანები მოედანზე შეიჭრნენ და პეტარდები ისროლეს, რასაც დიდი არეულობა მოჰყვა. აშკარაა, რომ „სენტ ეტიენის“ გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის წარუმატებლობასთან შეგუება ვერ მოახერხეს.