ფეხბურთი

23:45 | 29.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს

საქართველოს ნაკრები უკვე ექვსი დღეა თბილისში ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება.

ბოლო ვარჯიშების მსგავსად საწვრთნელ პროცეში კვლავ 28 ფეხბურთელია ჩართული, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ვაკო ყაზაიშვილი დღეს უკვე თბილისში ჩამოვიდა და საწვრთნელ პროცესს ნაკრებთან ერთად 30 მაისს დაიწყებს.

ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო ორი ვარჯიში კვლავ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ექნება. 1 ივნისს, როგორც საქართველოს, ისე გიბრალტარის ნაკრები დინამო არენაზე ივარჯიშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი)

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო ბათუმი), ზურიკო დავითაშვილი (დინამო ბათუმი) ვაკო გვილია (რაკუვი, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, პოლონეთი), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი).

თავდამსხმელები: ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ივნისში, 10-დღიან ინტერვალში ოთხ მატჩს ჩაატარებს - ორჯერ ბულგარეთს, თითოჯერ კი გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. ვილი სანიოლის გუნდის 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126734