სხვა

4:14 | 29.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

დუპლანტისმა იუჯინში ბრილიანტის ლიგაზე ჭოკით ხტომა მოიგო

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჭოკით ხტომაში, შვედმა არმანდ დუპლანტისმა, ქალაქ იუჯინში (შტატი ორეგონი) ბრილიანტის ლიგის შეხვედრა, პრეფონტენის კლასიკური მოიგო, ქალთა შორის სიმაღლეზე ხტომაში კი უკრაინელმა იაროსლავა მაჰუჩიხმა, სეზონის მსოფლიოს საუკეთესო შედეგით გაიმარჯვა.

დუპლანტისმა, ვინც მსოფლიო რეკორდსმენია, 5.91 მეტრზე გადახტომა შეძლო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მან უკან მოიტოვა ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, ამერიკელი კრის ნილსენი და ნორვეგიელი სონდრე გუტორმსენი.

22 წლის დუპლანტისისთვის ეს მიმდინარე სეზონში, ღია არენზე პირველი გამოსვლა იყო. ორი კვირით ადრე, დოჰაში ჭერქვეშა ტურნრი მოიგო. გამარჯვების განაღდების შემდეგ, მან 6.07-ზე გადახტომა სცადა, მაგრამ სამივე ცდა გააფუჭა.

მაჰუჩიხი, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს დასჯერდა, 2.00 მეტრზე დადებულ თამასას გადაევლო, რაც ამ სეზონში საუკეთესო შედეგია. მან უკან ჩამოიტოვა ამერიკელი ვაშტი კანინგემი და ყაზახი ნადეჟდა დუბოვიცკაია.

ქალთა ბადროს ტყორცნაში გამარჯვება ამერიკელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვალერი ალმანმა მოიპოვა, ვინც ბოლოსწინა ცდაზე, ბადრო 68.35 მეტრზე გაისროლა. მეორე ადგილს დასჯერდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ხორვატიიდან სანდრა პერკოვიჩი. მესამე შედეგი კი გერმანელ კრისტინ პუდენცს ჰქონდა.

უგანდელმა ჯოშუა ჩეპტეგეიმ მამაკაცთა შორის 5 000 მეტრზე გარბენი მოიგო. ის ახლოს იყო მსოფლიო რეკორდთან, რომელიც მასვე ეკუთვნის, მაგრამ ცოტა დააკლდა. იმავე დისტანციაზე, ქალთა შორის, ეთიოპიელმა ეჯგაიეჰუ ტაიემ გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.151153