სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-15 ტურში ვაკო ყაზაიშვილის „ულსან ჰიუნდაიმ“ სტუმრად „სუვონს“ 2:1 მოუგო, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა.
ვაკო ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის 55-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა, რითაც ანგარიში გაათანაბრა (1:1), ხოლო ხუთ წუთში მისმა გუნდმა მეორეც გაიტანა და მოიგო. ქართველმა შემტევმა 64-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
29 წლის შემტევმა K ლიგის მე-14 მატჩში მესამე გოლი გაიტანა, გარდა ამისა, ორი გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც აქვს გატანილი. ყაზაიშვილი ახლა თბილისში ჩამოვა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.
„ულსან ჰიუნდაის“ 36 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, თანაც დამაჯერებლად, რადგან უახლოეს მდევარ „ჯეჯუს“ 10 ქულით უსწრებს.