სხვა

18:04 | 28.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოგიტა არქანიამ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, +84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა კარატისტმა, გოგიტა არქანიამ მესამე ადგილი დაიკავა.

ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა შოტლანდიის წარმომადგენელ გრეგ ანდერსონს 2:0 სძლია. აღსანიშნავია, რომ გოგიტა არქანიასთვის ეს მესამე ბრინჯაოს მედალია კონტინენტის ჩემპიონატზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108519