ფეხბურთი

15:36 | 28.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალს" გნაბრის დაბრუნება სურს

ლონდონის „არსენალი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მიუნხენის „ბაიერნის“ გარემარბის, სერჟ გნაბრის გადაბირებას ეცდება.

გერმანული მედიის ცნობით, ინგლისური კლუბი 26 წლის შემტევით სერიოზულ ინტერესს იჩენს. აღსანიშნავია, რომ გნაბრი 2012-2016 წლებში სწორედ „არსენალის“ აკადემიაში ირიცხებოდა, „ბაიერნთან“ კონტრაქტი კი 2023 წელს ეწურება, რამაც მისი კლუბიდან წასვლას შეიძლება ხელი შეუწყოს.

გერმანელ შემტევს მიუნხენელები 40 მილიონ ევროდ აფასებენ და თუ სადიო მანეს დამატებას მოახერხებენ, გნაბრის გაშვებაზე დათანხმდებიან.

სერჟ გნაბრი „ბაიერნში“ 2018 წლიდან თამაშობს და 171 შეხვედრაში 63 გოლი აქვს გატანილი, მას ასევე უთამაშია „ვერდერში“, „ჰოფენჰაიმსა“ და „ვესტ ბრომვიჩში“.

0.102457