ფრანკფურტის „აინტრახტმა“ „მილანის“ ნორვეგიელი შემტევი ჰანს-პეტერ ჰაუგე გამოისყიდა. ამის შესახებ გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
ჰაუგემ გასულ სეზონი ფრანკფურტელთა რიგებში იჯარით გაატარა და 37 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ახლა კი გერმანელებმა მისი გამოსყიდვა გადაწყვიტეს.
ჰაუგე „მილანს“ 2020 წლის ზაფხულში „ბოდო გლიმტიდან“ შეუერთდა და 24 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, მაგრამ იტალიელებმა მისი შენარჩუნება არ გადაწყვიტეს.