აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის გამარჯვებულს მეშვიდე მატჩი გამოავლენს. „ბოსტონს“ შეეძლო „მაიამისთან“ ყველაფერი დაესრულებინა და სერია 4:2 მოეგო, მაგრამ საკუთარ მოედანზე სერიის მეექვსე მატჩი წააგო და ახლა სიტუაცია გაირთულა.
თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოო „ჰიტმა“ 111:103 იმარჯვა, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ჯიმი ბატლერის დამსახურებაა, რომელმაც უბრალოდ საოცარი თამაში ჩაატარა. „მაიამის“ ლიდერმა 46 წუთში 47 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი მიითვალა! ცხადია, ასეთი გარჯის ფონზე მისმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 3:3.
„ბოსტონში“ საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი გახლდათ 30 ქულით, 9 მოხსნით და 4 პასით, მაგრამ ბატლერის შეჩერება „სელტიკსის“ კალათბურთელებმა უბრალოდ ვერ მოახერხეს.
სერიის მეშვიდე და გადამწყვეტი მატჩი 30 მაისს, მაიამიში გაიმართება და სუპერფინალის მონაწილე გაირკვევა, რომელსაც „გოლდენ სტეიტი“ ელოდება.