ფეხბურთი

11:10 | 28.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

პერიშიჩი პრემიერლიგაში გადასვლასთან ახლოსაა

ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი ივან პერიშიჩი დიდი ალბათობით „ინტერს“ დატოვებს და კარიერას ლონდონის „ტოტენჰემში“ გააგრძელებს.

იტალიური მედიის ცნობით, პერიშიჩი „დეზებთან“ შეთანხმებასთან ახლოსაა და უახლოეს მომავალში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ხორვატს „ინტერთან“ კონტრაქტი ეწურება, რომელსაც სავარაუდოდ, არ განაახლებს. აღსანიშნავია, რომ 33 წლის ფეხბურთელს ლონდონის „ჩელსიც“ ეპატიჟება.

პერიშიჩს „ტოტენჰემს“ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან „ინტერში“ მუშაობის გამოცდილება აქვს და სწორედ იტალიელი სპეციალისტია მისი ტრანსფერის ინიციატორი.

ივან პერიშიჩმა „ინტერში“ 2015 წლიდან დღემდე 254 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „როზელარეში“, „ბრიუგეში“, „დორტმუნდში“, „ვოლფსბურგსა“ და „ბაიერნში“.

0.141514