„ფლუმინენსემ“ კოპა სუდამერიკანას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სარეკორდო ანგარიშით მოიგო და ბოლივიაში „ორიენტე პოტროლეროს“ 10:1 აჯობა, თუმცა ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდა.
ბრაზილიურ გუნდს მინიმუმ 6 ბურთის სხვაობით მოგება სჭირდებოდა, თუმცა, პარალელურად „უნიონ სანტა ფესა“ და „ჟუნიორის“ შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებული, რაც მოხდა - „სანტა ფემ“ 4:0 მოიგო.
შედეგად, „ფლუმინენსემ“ ჯგუფში 11 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ქულით ჩამორჩა „სანტა ფეს“, ვინაიდან მერვედფინალში მხოლოდ პირველადგილოსანი გადიოდა, ბრაზილიური კლუბი 10:1 მოგების მიუხედავად ჯგუფში ჩარჩა.