ფეხბურთი

0:15 | 27.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "მიხარია, რომ ნაკრებში დავბრუნდი, პირველი თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მატჩების წინ კომენტარი გააკეთა. „შტურმის“ ნახევარმცველი ნაკრებს მარტში გამართულ შეხვედრებში ვერ დაეხმარა და როგორც განაცხადა, დაბრუნებით ბედნიერია.

„ძალიან მიხარია, რომ პაუზის შემდეგ კვლავ ნაკრებში ვარ და შემიძლია გუნდს დავეხმარო. რა თქმა უნდა, რთულია ათ დღეში ოთხი თამაშის ჩატარება. მითუმეტეს, სეზონის ბოლოა, ჩემპიონატები ახლა დასრულდა და ბევრს გადატვირთული კალენდარი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდისთვის მომზადება რთულია. მაგრამ, გვაქვს დრო, გუნდმა ადრე დაიწყო შეკრება და ეს აუცილებლად დაგვეხმარება.

მიზანი პირველი ადგილია და იმედი მაქვს, რომ ამ ოთხ შეხვედრაში ვაჩვენებთ, რომ პირველობისთვის ვიბრძვით და სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ფავორიტები ვიქნებით. პირველი თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია. გიბრალტარს ვეთამაშებით და აუცილებელია, რომ მეტოქე სათანადოდ შევაფასოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ. მიხარია, რომ „დინამო არენაზე“ ვითამაშებთ. მშობლიური სტადიონია ეროვნული ნაკრებისთვის, ბევრი მატჩი გვაქვს ჩატარებული და ხალხის მხარდაჭერაც განსაკუთრებულია", - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ივნისში, 10-დღიან ინტერვალში ოთხ მატჩს ჩაატარებს - ორჯერ ბულგარეთს, თითოჯერ კი გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. ვილი სანიოლის გუნდის 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118898