ფეხბურთი

17:33 | 26.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "შეუძლებელი შესაძლებელი გავხადე"

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც იმ პრობლემებსა და ტკივილზე წერს ბოლო ექვს თვეში გამოიარა. ზლატანმა დაწერა, რომ ამ პერიოდში ჯვარედინი მყესების გარეშე თამაშობდა.

„ბოლო 6 თვის განმავლობაში მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესების გარეშე ვითამაშე. მუხლი 6 თვეა შეშუპებული მაქვს. ბოლო 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 10-ჯერ შევძელი გუნდთან ერთად ვარჯიში. 20-ზე მეტი ინექცია გავიკეთე. ექვსი თვის განმავლობაში ყოველდღე ტკივილგამაყუჩებლებს ვიკეთებდი. ტკივილის გამო 6 თვე დაძინება მიჭირდა. არასოდეს ამიტანია ამდენი ტკივილი მოედანსა და მის მიღმა. რაღაც შეუძლებელი შესაძლებელი გავხადე. თუმცა, მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა, ჩემი თანაგუნდელები და მწვრთნელი იტალიის ჩემპიონები გამხდარიყვნენ, რადგან მათ პირობა მივეცი. ახლა მე მაქვს ახალი ჯვარედინი მყესები და კიდევ ერთი ტიტული“, - დაწერა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო გასულ სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყველა ტურნირზე მხოლოდ 27 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. შვედ ფორვარდს „მილანთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, მოედანზე გასვლას კი 7-8 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

0.132486