ფეხბურთი

19:22 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი 7-8 თვე ვერ ითამაშებს

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მარცხენა მუხლზე ართროსკოპიული ოპერაცია გაკეთა, რათა მოაგვაროს პრობლემა, რამაც გავლენა მოახდინა მის ბოლო სეზონზე, რომლის დიდი ნაწილი გაუცდა.

როგორც იტალიური გრანდის განცხადებაშია აღნიშნული, იბრა მოედანზე გასვლას 7-8 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ზლატანს „მილანთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ჯერ უცნობია, გაუხანგრძლივებს თუ არა, კლუბი მას კონტრაქტს. გარდა ამისა, არც ისაა ცნობილი დარჩება თუ არა ფეხბურთში შვედი, რომელიც სულ მალე 41 წლის ხდება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აწ დასრულებულ სეზონში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

0.113689