ფეხბურთი

14:26 | 24.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსიამ“ ახალი თავკაცი მოძებნა?

რუი ვიტორია, შესაძლოა, უახლოეს ხანში „ვალენსიის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს - გვამცნობს Plaza Deportiva.

წყაროს ინფორმაციით, „ღამურების“ ხელმძღვანელები უკვე დაუკავშირდნენ 52 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის აგენტებს და სამუშაო შესთავაზეს.

ამჟამინდელ დამრიგებელ ხოსე ბორდალასს კი „უფროსებთან“ უთანხმოება ჰქონია და დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებს.

ოფიციალურად მას „ვალენსიასთან“ კონტრაქტი გაისად ზაფხულში უმთავრდება, მაგრამ ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კონტრაქტის ცალმხრივად, ვადაზე ადრე გაწყვეტის შემთხვევში, გამწყვეტი საკომპენსაციოდ 1 მილიონ ევროს იხდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113179