ფეხბურთი

12:38 | 23.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტეო ერნანდესი: "მაინტერესებს, ხალხი კიდევ იტყვის, რომ ფავორიტი "ინტერია?"

„მილანის“ ფეხბურთელმა ტეო ერნანდესმა სკუდეტოს მოგების შემდეგ იმ ხალხს მიმართა, რომლებიც სეზონის განმავლობაში ფავორიტად „ინტერს“ მიიჩნევდნენ. ფრანგ მცველს აინტერესებს, ახლა ის ხალხი რას იტყვის.

„ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა ჩემპიონობის. ხალხი საუბრობდა და ამბობდა, რომ ფავორიტი „ინტერი“ იყო. ახლა მინდა ვნახო, რას იტყვიან. მოდით, ასე გავაგრძელოთ, ეს მშვენიერია. ჩვენს გულშემატკივრებს ჩვენი თავიდანვე სჯეროდათ, ვნახეთ, რამდენი ხალხი იყო აქ და ყველას მადლობელი ვარ, მაგრამ განსაკუთრებულ მადლობას მალდინის ვეტყვი, რომელმაც აქ მომიყვანა და მითხრა, რომ ძლიერი ფეხბურთელი ვარ“, - თქვა ტეო ერნანდესმა.

შეგახსენებთ, 24 წლის ფრანგი მცველი „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს და 120 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი. "მილანმა" ისტორიაში მე-19 სკუდეტო მოიგო, 2011 წლის შემდეგ პირველად.

0.12117