„მილანის“ მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის იტალიის ჩემპიონის მედალი მოჰპარეს ან დაკარგა - ეს ჯერ გასარკვევია.
„სასუოლოსთან“ მატჩისა და დაჯილდოების შემდეგ მოედანზე გულშემატკივრები შეიჭრნენ და მათთან ერთად ჩემპიონობას პიოლიც ზეიმობდა. მოგვიანებით იტალიელმა სპეციალისტმა აღმოაჩინა, რომ მედალი აღარ ჰქონდა, თუმცა არ იცის, რომელიმე გულშემატკივარმა მოიპარა თუ უბრალოდ ზეიმის დროს დაკარგა.
პიოლიმ თამაშის შემდეგ მიმართვა გაავრცელა: „მედალი ზეიმის დროს გამომტაცეს. თუ შეგიძლიათ, დამიბრუნეთ, ეს ერთადერთია, რაც მაქვს, მადლობა“.
სტეფანო პიოლიმ სკუდეტო პირველად მოიგო, უფრო მეტიც, სამწვრთნელო კარიერაში მას მეტი არაფერი აქვს მოგებული.