„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ იტალიის ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდი ჩემპიონი დამსახურებულად გახდა, რადგან ყველაზე სტაბილური იყო, მათ შორის, „ინტერზეც“.
„ბედნიერი ვარ საკუთარი თავის და ჩემი ფეხბურთელების გამო, ყველას გამო, ვინც ყველაზე მეტი ითამაშა და ვინც ყველაზე - ცოტა. ბედნიერი ვარ ჩემი შტაბის, კლუბის, მენეჯერებისა და მთელ მსოფლიოში „მილანის“ ფანების გამო.
ჩემპიონობა დავიმსახურეთ გაწეული სამუშაოსთვის და იმიტომ, რომ ყველაზე სტაბილურები ვიყავით. იცით, როგორ წავაგეთ ბოლო თამაში „სპეციასთან“, ძალიან ძლიერი სათამაშო მენტალიტეტი გვქონდა, არასდროს დავნებებულვართ. გასახდელში შარშანდელი სატურნირო ცხრილი გვქონდა ჩამოკიდებული, გვინდოდა მისი გაუმჯობესება და ვიცოდით, რომ თუ ამას მოვახერხებდით, ტიტულისთვისაც ვიბრძოლებდით, მაგრამ კლუბის მენეჯერების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. მადლობელი ვარ მალდინისა და მასარას ნდობისა და იმისთვის, რომ შექმნეს გუნდში ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების სწორი ნაზავი. ამ ბიჭებთან მუშაობა სასიამოვნო და სახალისო იყო“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, „მილანმა“ სეზონი 86 ქულით დაასრულა და 2011 წლის შემდეგ პირველად გაჩემპიონდა, ხოლო ისტორიაში მე-19 სკუდეტო მოიგო.