ფეხბურთი

20:33 | 22.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლიზარაზუ: "მბაპემ სახელმწიფო და მსოფლიოს უდიდესი კლუბი დააჩოქა"

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბიქსენ ლიზარაზუ მიიჩნევს, რომ კილიან მბაპემ მადრიდის „რეალი“ და „პარი სენ ჟერმენი“ დააჩოქა. ფრანგული კლუბი მან კატარის სახელწიფოდაც მოიხსენია.

„ორი კლუბი იყო, მადრიდის „რეალი“ და კატარი და ისინი მან ნამდვილად დააჩოქა. ფეხბურთის ისტორიაში არასოდეს მინახავს ფეხბურთელი, რომელმაც სახელწიფო, რადგან პსჟ კატარს ეკუთვნის და მსოფლიოს უდიდესი კლუბი დააჩოქა“, - თქვა ლიზარაზუმ.

შეგახსენებთ, კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114002