ქართველმა სუომისტმა ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. მე-14 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი ტამავაშის გაეჯიბრა და ოკურიდაშის ილეთით დამარცხდა.
მიუხედავად მიჯრით მეორე მარცხისა, ლევანს უკვე განაღდებული აქვს დადებითი ბალანსი, რადგან 8 გამარჯვების საპირისპიროდ ექვსი მარცხი აქვს.
ნაცუ ბაშოს ბოლო საშეჯიბრო დღე 22 მაისს გაიმართება, ქართველი სუმოისტის მეტოქე კი ჯერ არ გარკვეულა.