„რომას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ პაულო დიბალას შესახებ იხუმრა და თქვა, რომ ეცდება, ის „რომაში“ ტრანსფერზე დაიყოლიოს. იტალიური მედიის ცნობით, „ჯალოროსი“ არგენტინელის გადაბირებით დაინტერესებულია, რაზეც ტოტიმ კომენტარი გააკეთა.
„კიელინის და დიბალას დამშვიდობება ორი სხვადასხვა რამ იყო. კიელინი „იუვენტუსის“ ძეგლი იყო წლების განმავლობაში, დიბალა უფრო ემოციური ბიჭია, მათი სიტუაცია თუნდაც იმით განსხვავდება, რომ დიბალას სხვაგან თამაშის შანსი აქვს. მისი ცრემლები დასტური იყო იმის, რომ დარჩენა სურდა, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება არ შედგა. დიბალას ორშაბათს შევხვდები და ვეცდები, „რომაში“ გადასვლაზე დავითანხმო“, - თქვა ტოტიმ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას „რომას“ გარდა, „ინტერის“, „ტოტენჰემსა“ და „არსენალს“ უკავშირებენ.