ფეხბურთი

13:16 | 20.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში: სანიოლმა ბექა მიქელთაძე გამოიძახა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ტრავმის გამო ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებში ვილი სანიოლის გუნდს გიორგი ქვილითაია ვერ დაეხმარება.

ფრანგმა სპეციალისტმა „აპოელის“ ფორვარდის ნაცვლად „ნიუკასლ ჯეტსის“ შემტევი ბექა მიქელთაძე გამოიძახა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა, სანიოლის სიაში ის პირველად მოხვდა.

მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. საქართველოს ნაკრები ივნისში, 10-დღიან ინტერვალში ოთხ მატჩს ჩაატარებს - ორჯერ ბულგარეთს, თითოჯერ კი გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. საქართველოს ნაკრები შეკრებას თბილისში, 24 მაისს დაიწყებს.

0.11523