კალათბურთი

11:45 | 20.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტეიტუმის და სმარტის ლიდერობით "ბოსტონმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა (+VIDEO)

NBA-ს კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩში „ბოსტონ სელტიკსმა“ წონასწორობა აღადგინა. უდოკას გუნდმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა.

„ჰიტი“ თამაშში მხოლოდ პირველი 10 წუთი იყო, მას შემდეგ კი უპირატესობა ხელიდან გაუშვა და გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ და მხოლოდ იზრდებოდა. ჯერ იყო და პირველი 12-წუთეულის ბოლოს „ბოსტონელები წინ 11 ქულით გაიჭრნენ, მეორე მეოთხედში სხვაობა 29 ქულასაც შეადგენდა - მეოთხეში 34. პირველი ტაიმი 45:70 მორჩა, დარჩენილი 2 პერიოდი ორივე გუნდმა თანაბრად ითამაშა. ჯერ 26:26 და შემდეგ 31:31, საბოლოო ანგარში კი 102:127 დაფიქსირდა.

უნდა ითქვას, რომ „სელტიკსმა“ რამდენიმე დღის წინ განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო და ახლა სერიაში დაწიუნაურებისთვის ყველაფერს გააკეთებს. მეტიც, ტეიტუმმა და კამპანიამ „მაიამი“ ლამის ისტორიული ანტირეკორდის ზღვარზე დააყენა. პოსტსეზონის მატჩებში „ჰიტის“ ანტირეკორდი 36 ქულით წაგებაა, დღეს კი ბოსტონი ამ ნიშნულთან ახლოს იყო, თუმცა მისი გაუმჯობესება ვერ მოახერხა.

რაც შეეხება თავად „სელტიკს“, გუნდს რეგურალური ჩემპიონატის გამოკლებით, ყველაზე დიდი - 40 ქულით აქვს მოგებული.

უდოკას გუნდმა რეკორდი მთლიან მატჩში ვერა, თუმცა, 1 ტაიმში მაინც დაამაყარა. საქმე იმაშია, რომ პირველი ნახევარი 70:45 მორჩა. შესვენებაზე „ბოსტონის“ კალათბურთელები 25- ქულიანი ფორით გავიდნენ, ეს კი საუკეთესო შედეგი იყო პლეი-ოფის გასვლით მატჩებში. მანამდე რეკორდი 2009 წელს, „ჩიკაგოსთან“ სტუმრად 22-ქულიანი სხვაობა იყო.

რაც შეეხება მოთამაშეებს: ჯეისონ ტეიტუმმა 27 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, მარკუს სმარტის აქტივში 24 ქულა, 9 მოხსნა და 12 პასი იყო და ძალიან ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. ასევე 24 ქულა ჰქონდა ჯეილენ ბრაუნს, უილიამსმა კი 19 ქულა დააგროვა.

მარცხის მიუხედავად, ყველაზე მეტი ქულა ჯიმი ბატლერმა ჩააგდო. მან „მაიამის“ ულიდერა, მაგრამ მხარი თანაგუნდელებმა სათანადოდ ვერ აუბეს. ჯიმის ანგარიშზე 29 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო.

აქვე გეტყვით, რომ სერიის მესამე მატჩი 22 მაისს, ამჯერად უკვე ბოსტონში გაიმართება.

0.127081