სხვა

2:42 | 20.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

თომპსონ-ერა ბრილიანტის ლიგის ბირმინგემის შეხვედრას გამოტოვებს

იმის გამო, რომ ვარჯიშის დროს, დისკომფორტი იგრძნო, ოლიმპიურმა ჩემპიონმა 100 და 200 მეტრზე სპრინტში, იამაიკელმა ელეინ თომპსონ-ერამ, ბრილიანტის ლიგის ბირმინგემის შეხვედრაში მონაწილეობისგან თავის შეკავება ამჯობინა.

იამაიკელ სპრინტერს ბირმინგემში 100 მეტრზე სპრინტში უნდა ეასპარეზა. ამ დისტანციაზე მის გამოსვლას ყველა დიდი ინტერესით ელოდა, რადგან თომპსონ-ერა არ მალავს, რომ ლეგენდარული ფლორენს გრიფიტ-ჯოინერის მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს. და ეს მისი ყოველი გამოსვლისას არის მოსალოდნელი.

მთავარი ფავორიტის არყოფნისას, ბირმინგემში ფავორიტები იქნებიან იამაიკელი შერიკა ჯეკსონი, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე, ამ დისტანციაზე ბრინჯაოს დაეუფლა და ბრიტანელი დინა აშერ-სმიტი, ვისაც 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 100 მეტრზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.

თომპსონ-ერამ გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა. ორ სპრინტერულ დისტანციაზე გამარჯვების გარდა, ის ჩემპიონი 4x100 მეტრზე ესტაფეტაშიც გახდა. რაც მთავარია, ბრილიანტის ლიგაში, 100 მეტრზე სპრინტში ასპარეზობისას, გრიფიტ-ჯოინერის რეკორდამდე 0.05 წამი დააკლდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112811