მსოფლიოს პირველ ჩოგანს და მოქმედ ჩემპიონ ნოვაკ ჯოკოვიჩს და როლან გაროსის 13-გზის ჩემპიონ რაფაელ ნადალს, წლევანდელი ტურნირის მეოთხედფინალში შეხვედრა ელით.
ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირებს უბრუნდება. მან ავსტრალიის ღია პირველობაზე იმის გამო ვერ ითამაშა, რომ კოვიდ-ზე ვაქცინციის სტატუსი არ გამოაქვეყნა. ამის შემდეგ, იმავე მიზეზით, კიდევ ერამდენიმე ტურნირი გამოტოვა და სადაც გამოვიდა, პრაქტიკის უქონლობის გამო, თავი ვერაფრით გამოიჩინა. თუმცა როლან გაროსის წინ, ფორმაში შესვლა მოასწრო და ამის დასტურად, იტალიის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.
ჯოკოვიჩი თავის კამპანიას იაპონელ იოშიჰირო ნიშიოკასთან შეხვედრით დაიწყებს. მამაკაცთა ბადის ის ნახევარი, სადაც ჯოკოვიჩი და ნადალი არიან, უფრო ძლიერი ჩოგბურთელები მოხვდნენ - მათ გარდა, ბადის ამ მხარეს თამაშობენ მსოფლიოს მესამე ჩოგანი, გერმანელი ალექსანდერ ზვერევი და კარგ ფორმაში მყოფი ესპანელი თინეიჯერი კარლოს ალკარასი.
ბადის მეორე ნახევარში, რთული პირველი შეხვედრა ელის შარშანდელ ვიცე ჩემპიონს, ბერძენ სტეფანოს ციციპასს. მისი მეტოქეა იტალიელი ლორენცო მუსეტი, ვინც შარშან როლან გაროსზე, მეოთხე წრეში ჯოკოვიჩს ხუთსეტიანი ბრძოლა გაუმართა.
მეოთხედფინალში შესაძლოა ორი რუსის, მსოფლიოს მეორე ჩოგან დანიილ მედვედევის და ანდრეი რუბლევის დუელი ვიხილოთ. უიმბლდონისგან განსხვავებით, რუს ჩოგბურთელებს საფრანგეთის ღია პირველობაზე თამაშის უფლება მისცეს.