ფეხბურთი

20:25 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ბერნარდესკის კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსს“ მიმდინარე სეზონის შემდეგ ფედერიკო ბერნარდესკიც დატოვებს.

მხარეებმა კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 30 ივნისს იწურება, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

ამრიგად, ფედერიკოს 5-წლიანი ტურინული თავგადასავალი სრულდება და 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა კლუბში უფასოდ გადავა.

ფედერიკო ბერნარდესკიმ 2017 წლიდან დღემდე „იუვენტუსში“ 182 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. ბედის ირონიით, ტურინელთა მაისურს ბოლოჯერ „ფიორენტინას“ წინააღმდეგ მოირგებს, საიდანაც „იუვეს“ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118518